ბაქოში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
24/06/2024 08:39:21 კავკასია
ბაქოში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება აზერბაიჯანული შსს.
მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დაკავების დროს სოფელ შუველანში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია სამი პოლიციელი, ერთი რიგითი მოქალაქე და თავად ეჭვმიტანილი.
როგორც შსს-ში ირწუნებიან, ადგილზე სამართალდამცველთა გამოჩენისას წარსულში მრავალგზის ნასამართლებმა როვშან ალაჰვერდიევმა ოჯახის წევრები აიფარა და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S