Accentnews.ge
ბლინკენი ალიევს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ესაუბრა

ბლინკენი ალიევს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ესაუბრა

21/06/2024 07:35:00 კავკასია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, სატელეფონო საუბრისას „სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას".

"მან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

სახდეპში აცხადებენ, რომ ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები და ყველა უსამართლოდ დაკავებული გაათავისუფლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S