
სომხეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლაზე რეფერენდუმი ჩაატაროს
19/06/2024 07:12:53 კავკასია
სომხეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ ეს შესაძლებელია, თუ ერევანი და ბაქო ტერიტორიების გაცვლას გადაწყვეტენ. ამის შესახებ მან სომხეთის სიუნიკის რაიონის სოფელ შინუაირის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
"იყო გაუთვალისწინებელი გაჩერება შინუაირში, სადაც მოსახლეობას რეალურ სომხეთზე ვესაუბრეთ და საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე," - წერს Facebook-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ხელისუფლებას შეუძლია რეფერენდუმის ინიცირება, თუ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში დადგება ტერიტორიების გაცვლის საკითხი:
"შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, როცა შესაძლოა 100 კვ.მ. გადავცეთ აქედან და მივიღოთ 100 კვ.მ. იქ. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერს გადავწყვეტთ. საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება, თქვენ გადაწყვეტთ".
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში საუბარი არ არის აზერბაიჯანთან ახალ საზღვარზე, აღდგება საბჭოთა პერიოდის საზღვრები და რომ სომხეთის ხელისუფლება საკუთარი ტერიტორიის არც ერთ მეტრს არ დათმობს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უკვე დაიწყო. სომხეთმა აზერბაიჯანს ოთხი სოფელი დაუბრუნა და დაიწყო განაღმვის სამუშაოები. პარალელურად, სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021