Accentnews.ge
აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინისთვის 1.5 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა

აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინისთვის 1.5 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა

16/06/2024 08:18:14 მსოფლიო

აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უკრაინისთვის1.5 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება მან უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გააკეთა.

ეს თანხა გათვალისწინებულია, მათ შორის უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გარდა ამისა, აღნიშნული დახმარების პაკეტიდან 379 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.

ცნობისთვის: უკრაინის მშვიდობის სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების რანგში. ექვსმა ქვეყანამ (ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია) ელჩები გაგზავნა. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები.

ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი (რომელიც არც ყოფილა მიწვეული) და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S