
შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას
14/06/2024 19:01:13 მსოფლიო
შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი.
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ცნობით, კიდევ 29 სახელმწიფო მინისტრების - ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე წარმოადგენს თავიანთ ქვეყნებს. ელჩებს გააგზავნის 6 ქვეყანა: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია.
ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან წარმოდგენილი.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შვეიცარიაში წარმოდგენილი იქნებიან ევროპის საბჭო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ევროკავშირის ყველა საკვანძო ინსტიტუტი (ევროპული საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი). გაერო და მსოფლიო საპატრიარქო დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან.
უკრაინისთვის მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს ჩატარდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021