
ბაქომ მისი ტერიტორიიდან რუსი სამხედროების სრულად გასვლის შესახებ განაცხადა
12/06/2024 14:06:25 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების გასვლის პროცესი დასრულდა.
"პირადმა შემადგენლობამ, შეიარაღებამ და მშვიდობის დამცველთა კონტინგენტის ტექნიკამ მთლიანად დატოვა ჩვემი ტერიტორია" - ნათქვამია შეტყობინებაში.
მოსკოვს განცხადება ჯერ გაუვრცელებია.
რუსი სამხედროები ყარაბაღში გამოჩნდნენ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთ–აზერბაიჯან–სომხეთის სამმხრივი შეთანხმებით.
2023 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებული ახალი, მოკლევადიანი საომარი კამპანიის შედეგად ბაქომ კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
სომხეთი იმთავითვე აცხადებდა, რომ რუსმა სამხედროებმა არ შეასრულეს თავიანთი სამშვიდობო ვალდებულებები.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021