Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილმა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი £1,250,000-ად შეიძინა

ბიძინა ივანიშვილმა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი £1,250,000-ად შეიძინა

11/06/2024 15:01:42 საზოგადოება

"ქართული ოცნების" პრეს–სამსახურის წარმომადგენლის გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. აუქციონზე ხელნაწერის საწყისი ფასი მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო და ის £1,250,000-ად გაიყიდა.

"ქართული ოცნების" პრეს–სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, "ის საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა".

"კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!", - წერს გიორგი გრძელიშვილი.

ხელნაწერი აუქციონზე კოლექციონერი მარტინ შოენის პირადი კოლექციიდან იყო გამოტანილი.

აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა.

უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს. წიგნი ინახებოდა სინას მთაზე, შემდეგ კი ის კერძო კოლექციაში მოხვდა.

იოანე ზოსიმე მთელი ცხოვრება საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწეობდა, ჯერ პალესტინაში, საბაწმინდას მონასტერში, შემდეგ კი ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. იოანე ზოსიმე იყო როგორც მთარგმნელი და გადამწერი, ასევე ამკინძველიც და მომხატველიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S