Accentnews.ge
დაღესტნის მოსახლეობა მასობრივად მოიწამლა, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე

დაღესტნის მოსახლეობა მასობრივად მოიწამლა, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე

10/06/2024 18:59:35 კავკასია

დაღესტანში, ბუინაკსკში 270-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას მოწამვლის ნიშნებით. მათ დაუდგინეს მწვავე ნაწლავური ინფექცია. ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ჰოსპიტალიზებულია 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ბუინაკსკში მუშაობს ინფექციურ დაავადებათა რესპუბლიკური ცენტრის სპეციალისტთა გუნდი.

საგამოძიებო კომიტეტმა „მოსახლეების მოწამვლის ფაქტზე“ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. «Буйнакскводоканал» ეჭვმიტანილია მომსახურების გაწევაში, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.

„წყალი მოწამლულია, როტავირუსული ინფექცია ვრცელდება. ალბათ, იმიტომ, რომ კანალიზაციის წყალი შეერია სასმელ წყალს. არაფერი გვიკვირს - ეს ბუინასკია და ყველაფერს გავუძლებთ“, - წერს „ნემოსკვა“ ადგილობრივ საჯარო გვერდებზე მითითებით.

პირველი პრეტენზია მოსახლეობის მხრიდან ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე 7 ივნისს შევიდა. რეგიონის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დალიონ მხოლოდ ჩამოსხმული ან ადუღებული წყალი. დაღესტნის ხელმძღვანელი სერგეი მელიკოვი ადრეც იტყობინებოდა წყლის პრობლემების შესახებ რესპუბლიკის ბევრ რეგიონში და დაჰპირდა, რომ მოაგვარებდა მათ "ეტაპობრივად".

მანამდე სამხედროებმა დაღესტნის სოფელ ერსიდან ვიდეო ჩაწერეს, სადაც ამბობდნენ, რომ ვიდრე თავად უცხო ქვეყანაში იბრძვიან, მათი ხანდაზმული მშობლები წყლის დეფიციტის გამო მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S