
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების შესახებ იუწყება
04/06/2024 07:13:28 რეგიონები, საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების შესახებ იტყობინება.
კერძოდ, ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება, თუმცა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს",– აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს ხვდება.
"ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის მიზნით მონიტორინგი. რის შემდგომაც შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“,- ნათქვამია განცხადებაში.
02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ცნობილია, რომ დილითაც განეორდა რაჭაში მიწისძვრა. ამჯერად სიმძლავრემ 3,7 მაგნიტუდა შეადგინა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021