Accentnews.ge
ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

23/05/2024 06:29:15 მსოფლიო

NATO-ს წევრი ქვეყანა ნორვეგია, რომელსაც რუსეთთან თითქმის 200 –კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს, რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს.

ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არააუცილებელი მიზნით ჩადიან, ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ. შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება თანხვედრაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომზე რეაგირებაში მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომის მიმართ ნორვეგიის მიდგომასთან“.

მისივე ინფორმაციით, შეზღუდვა 29 მაისიდან ამოქმედდება და გავრცელდება როგორც მათზე, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს, ასევე შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე.

"გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ნორვეგიაში მცხოვრებ ნათესავებთან ვიზიტი", განაცხადა სამინისტრომ., – აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S