
ზელენსკიმ და ალიევმა რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
22/05/2024 08:29:01 კავკასია, ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
"ჩვენ გვაქვს პერსპექტიული პროექტები ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში, ჩვენ დავავალეთ გუნდებს გაააქტიურონ მუშაობა მათ განხორციელებაზე და კოორდინირება გაუწიონ მომავალ ერთობლივ ღონისძიებებს," - აღნიშნა ზელენსკიმ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.