
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
13/05/2024 06:06:31 სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უწყებამ პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთთან ღამე გაათენეს. გამთენიისას პოლიციამ 20 მათგანი ძალის გამოყენებით დააკავა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021