Accentnews.ge
ყურუა: მაქვს თითი მოტეხილი, ტვინის შერყევა და დაბეჟილობები

ყურუა: მაქვს თითი მოტეხილი, ტვინის შერყევა და დაბეჟილობები

10/05/2024 11:53:07 საზოგადოება, ციტატა

"მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი მაქვს მოტეხილი, სხვადასხვა ადგილზე დაბეჟილობა და ტვინის შერყევა. ისეთი არაფერი, რაც არ მომირჩება, უბრალოდ, ამ ტკივილს, რასაც ახლა ვგრძნობ, მინელებს ის, რომ ვხვდები, "ქართული ოცნების" წევრებს უფრო ტკივათ და ისინი უფრო შეშინებულები არიან",– თქვა "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა ბორის-ჩელე ყურუამ "ფორმულასთან".

9 მაისს ყურუას სახლთან რამდენიმე პირი ჩაუსაფრტდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S