
სომხეთ-საქართველოს ურთიერთპრეტენზიები საეკლესიო ჭრილში
23/03/2019 15:13:20 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სომხეთშიამასწინანდელმა ვიზიტმა და მის ფარგლებში 14 მარტსსრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთანშეხვედრამ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხური ტაძრების ბედისირგვლივ დისკუსიები გამოაცოცხლა.
კერძოდ, შევხედრისას სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს მწუხარება გადასცა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზეარსებული სომხური ტაძრები სომხური ეკლესიის არა ქართული,არამედ რუსული ეპარქიის სასულიეროპირების დაქვემდებარებაში არიან.
როგორც ამასთან დაკავშირებით სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის პრეს–სპიკერისუსანა ხაჩატურიანი აცხადებს, რომელსაც, მისივე თქმით, კათოლიკოსის სახელით კომენტარისგაკეთების უფლება გააჩნია, მისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სომხური ტაძრის შესახებარის ცნობილი:
“ის 2013 წელს აშენდა, აფხაზეთის სომხურ საეკლესიო თემს ეკუთვნის და ვინაიდან სომეხისასულიერო პირები აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადიტერიტორიიდან ვერ მოხვდებიან, წმინდა ეჩმიაძინმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის სომხურისაეკლესიო თემის სასულიერო მოთხოვნილებები დროებით სომხური ეკლესიის სამხრეთ რუსეთისეპარქიის სასულიერო პირებმა უზრუნველჰყონ. ისინი მორიგეობით სტუმრობენ აფხაზეთშისომხურ თემს და ადგილზე ატარებენ საეკლესიო რიტუალებს. ამ თემაზე განმარტებები სომხურიეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელს ქართველი პატრიარქისთვის და საქართველოსხელისუფლების ორგანოებისთვის არაერთგზის მიუცია. არავინ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომაფხაზეთი სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის კანონიკური ტერიტორიაა და მას შემდეგ, რაცაფხაზეთის საკითხი მშვიდობიანი გზით საბოლოოდ გადაწყდება, სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის სასულიერო პირები აუცილებლად დაიწყებენ აფხაზეთის სომხური თემის საჭიროებებისუზრუნველყოფას, ხოლო აფხაზეთში არსებული მოქმედი სომხური ტაძრები საქართველოსსომხური ტაძრების სიაში შევა“.
რაც შეეხება გარეგინ მეორესადმი ქართული მხარის თხოვნას, პირადი მეურვეობის ქვეშ აიყვანოსაფხაზეთის სომხური სასულიერო თემი, თუ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისადმი მისი დაქვემდებარება არ გამოვა, როგორც სუსანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, „ეს ასეც არის – აფხაზეთშიარსებული სომხური ტაძარი წმინდა ეჩმიაძინის დაქვემდებარებაშია, თუმცა ამ უკანასკნელს ეპარქიებიმთელს მსოფლიოში გააჩნია – როგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც და აფხაზეთში არსებული სომხურიტაძარი დროებით სამხრეთ რუსეთის ეპარქიას ექვემდებარება“.
მეორე საკითხი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეჩმიაძინში ვიზიტისას შეეხო, უკავშირდებოდასაქართველოს პასუხისმგებლობას, თავის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები აღადგინოს.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს „ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა განხორციელდეს, რადგან ყველა ტაძრისერთდროულად აღდგენა შეუძლებელია“. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტული ტაძრების წარმომავლობისიდენტიფიცირებისთვის საჭიროა, ჩატარდეს ექსპერტიზა არქეოლოგების მონაწილეობით.
თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით სუსანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, “ეს პროცესი უკვე წლებია,გრძელდება” და საქმეს ქართული კანონმდებლობის ხარვეზებიც აჭიანურებს, კერძოდ, ის, რომ დღემდე არარის მიღებული რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთარეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითვალისწინებს:
„იურიდიულად ეპარქიის ბაზაზე სადღეისოდ მოქმედი სომხური ტაძრებიც კი არ არისრეგისტრირებული. ამ სტატუსით სარგებლობენ უმოქმედო ტაძრებიც, რომლებიც სადღეისოდინგრევა და როდის შეიძლება, გადაწყდეს ეს საკითხი, ვერავინ ამბობს“.
ხაჩატურიანის თქმით, ნაწილობრივ ეს ქართული ეკლესიის პოზიციაზეც არის დამოუკიდებული,რომელიც რიგი ტაძრების სომხურ წარმომავლობაზე დავობს.
აქ საუბარია თბილისში არსებულ ტაძრებზე სურბ ნორაშენზე, სურბ ნშანზე, შამხორეცოც კარმირავეტარანზე, სურბ მინასზე, მუხნეცოც სურბ გევორგზე, ტანდოიანც სურბ ასტვაცაცინზე და ახალციხეშიარსებულ სურბ ნშანზე. „ტანდოიანცის“ გამო სომხური ეკლესია არასამთავრობო ორგანიზაციებისდახმარებით სასამართლო დავას აწარმოებს საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან,რომლებმაც 2017 წელს ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“წარმომადგენელი თამთა მიქელაძე აცხადებს, არსებული ისტორიული წყაროები „ტანდოიანცის“ტერიტორიაზე ქართული ტაძრის არსებობას არ ადასტურებენ.
არასამთავრობოები აღნიშნავენ იმასაც, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩქარობს იმ საკულტო ობიექტებისდაბრუნებას, რომელიც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო ჩამორთმეული და ხშირშემთხვევაში ხელისუფლება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებსითვალისწინებს სხვა კონფესიების ინტერესების ხარჯზე.
თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კრიტიკას არეთანხმება და აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან სომხურ სამოციქულო და კათოლიკურ ეკლესიებს, ისევე,როგორც მუსლიმურ და იუდეურ თემებს ნაწილობრივ უნაზღაურდებათ ზარალი, რომელიც მათ საბჭოთარეჟიმმა მიაყენა და სომხური ეკლესიის ნაწილში ანაზღაურება ყოველწლიურად 600 000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაწყებულია სხვადასხვა კონფესიებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემისპროცესიც, უბრალოდ საეკლესიო ნაგებობების მსგავსების გამო ყველაზე მეტი სადავო თემა სწორედსომხურ ეკლესიასთან არსებობს, ამდენად საკითხის გადაჭრა დროში გაიწელა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომკვლევისა და შესწავლის დონეზე საკითხი ადგილიდან არ იძვრის:
„2014 წლიდან სომხურმა ეკლესიამ ჩვენს სააგენტოში განაცხადი 442 ეკლესიაზე წარადგინა, თუმცაეს იყო სია ტაძრების ადგილმდებარეობისა და სახელწოდებების მითითებით, ხოლო რაიმეისტორიული წყაროები ან მტკიცებულებები მას თან არ ერთვოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ მათიწარდგენა ვითხოვეთ, სომხურმა მხარემ დოკუმენტები და ისტორიული წყაროები 442–დან მხოლოდ20 ტაძართან დაკავშირებით მოგვაწოდა და ისიც არასრული სახით. ახლა მათი შესწავლისა დადამუშავების პროცესში ვართ“.
როგორც ვაშაყმაძე აღნიშნავს, სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს,რესტიტუციის შესახებ კანონი ჯერ არ არსებობს, ხოლო არსებული ნორმატიული აქტებისა დაკონსტიტუციის თანახმად, ტაძრები მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშიგადაიცემა, სხვა კონფესიებს საკულტო ნაგებობებს უვადო მმართველობაში გადასცემენ, რაც ფაქტობრივადიგივეა, რაც ფლობა, უბრალოდ ყიდვა–გაყიდვის უფლების გარეშე.
თუმცა როგორც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" წარმომადგენელი მაკო ღავთაძეაღნიშნავს, მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია. ამასთან, მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოსმხრიდან დღემდე არ ჩანს რესტიტუციის პრობლემის გადაჭრის ნება, მათ შორის - არც რელიგიურსაკითხთა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც გასული წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმაჩამოაყალიბა:
„ის ფაქტი, რომ „ტანდოიანცის“ ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლევებისჩატარების გარეშე გადაეცა და სომხური ეკლესია ამის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენეს, კიდევერთხელ მოწმობს სახელმწიფოს გულგრილობას. ამით ფაქტობრივად, ხდება ამ რელიგიურიორგანიზაციების ისტორიის უგულებელყოფა და მათი კვალის გაქრობის ხელშეწყობა“.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2001 მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი, 277 მეჩეთი,სომხური ეკლესიის 58 ტაძარი და 31 კათოლიკური ეკლესიაა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021