Accentnews.ge
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა

28/12/2019 07:56:11 კონფლიქტები

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“.

ცნობისთვის: 20 დეკემბერს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მანამდეც და ამ პროცესზეც გაფრინდაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, რომ არავითარი "საზღვარი" არ არსებობს და შესაბამისად, ის მას ვერ დაარღვევდა. ეს "აქცენტს" პროცესზე დასასწრებლად თბილისიდან ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემაც დაუდასტურა.

ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები. საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S