
ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს
12/04/2024 06:42:01 სამართალი, საზოგადოება
მარტის ცნობილი აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ თავისუფლების 9 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას ამ საქმის განხილვის პარალელურად 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე წლის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
მისი ოჯახი და ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლებით გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021