Accentnews.ge
დავით ჩიკვაიძე სიტყვით გამოვა ირლანდიაში დაგეგმილ ენისკორტის 2024 წლის ფორუმზე

დავით ჩიკვაიძე სიტყვით გამოვა ირლანდიაში დაგეგმილ ენისკორტის 2024 წლის ფორუმზე

05/04/2024 12:23:50 პოლიტიკა, რეკლამა

„ჯეოქეისის“ ცნობით, ენისკორტის ფორუმი ირლანდიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს მდგრადი განვითარების დღისწესრიგის ხელშესაწყობად დაარსდა.

"ფორუმი ოფიციალურად თანამშრომლობს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან, რომელიც ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურულ გარემოზე და ტრანსფორმაციის ტემპის გლობალური მასშტაბით გაზრდაზე.

ფორუმი, Buildings Action Coalition (BAC)-ის მეშვეობით, თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ ცენტრებთან სამუშაო ძალის განათლებისა და განვითარების მიზნით, ასევე მიდგომების არჩევანისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარებლად.

BAC-ის 2024 წლის სამიტი 8-10 აპრილს, ირლანდიაში, უექსფორდის საგრაფოს ქალაქ ენისკორტიში გაიმართება.

სამიტის მომხსენებლებს შორის იქნებიან ვიქტორ ყიფიანი, საქართველოს წამყვანი გეოპოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტის „ჯეოქესის“ თავმჯდომარე და დავით ჩიკვაიძე, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორის კაბინეტის ყოფილი უფროსი.

სამშაბათს, 9 აპრილს, თბილისის დროით 16:00 საათზე, დავით ჩიკვაიძე ისაუბრებს ინფრასტრუქტურულ გარემოზე მოქმედების გლობალურ გარემოებებზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მდგრადობის მიუღწევლობა გლობალურ ეგზისტენციალურ საფრთხედ დაასახელა", – ნათქვამია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისი ცნობით, დავით ჩიკვაიძე ისაუბრებს, თუ როგორ უშლის ხელს გლობალური პოლიტიკის შემქმნელებს საერთაშორისო კონფლიქტები და ამ კონფლიქტების გადასაჭრელად გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზაციის პოტენციალის სრულად გამოუყენებლობა ითანამშრომლონ სათბურის გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად და კლიმატის ცვლილების ტენდენციების შესაცვლელად. მასთან ერთად განხილვაში მონაწილეობას მიიღებს პენსილვანიის უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და რექტორი, ჯასტინ შვარცი, რომელიც შეხვედრაში შეერთებული შტატებიდან დისტანციურად ჩაერთვება და წარადგენს მოხსენებას თემაზე: „ცოდნა და მოქმედება: უნივერსიტეტები მდგრადი ეპოქისათვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S