Accentnews.ge
შავი ზღვა, ცვლილებები რეგიონში – რაზე ისაუბრეს ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა მინისტრებმა ბაქოში

შავი ზღვა, ცვლილებები რეგიონში – რაზე ისაუბრეს ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა მინისტრებმა ბაქოში

15/03/2024 13:30:36 კავკასია

რეგიონის ქვეყნებს გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა, გარდაქმნან სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობის ზონად. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-9 სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამმხრივი შეხვედრების მექანიზმი, რომელიც აგებულია კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ისტორიული მეგობრული კავშირების საფუძველზე, წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას საერთო ინტერესებისა და პრობლემების განსახილველად.

მისი თქმით, რეგიონში პოზიტიური ცვლილებები მოხდა - "30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი".

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მინისტერიალზე განიხილეს რეგიონში არსებული ახალი ვითარება და თანამშრომლობის გაფართოების გზები.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში, გაცვალეს მოსაზრებები.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრული დატვირთვით სწრაფ ამოქმედებას, ასევე შავ ზღვას:

„ჩვენ შევეხეთ შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის, პირველ რიგში უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული პროექტების მეშვეობით“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი თქმით, შეხვედრაზე თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის სრული მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მან დაარწმუნა, რომ ანკარა გააგრძელებს თბილისის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

ცნობილია, რომ ახლო მომავალში ირაკლი კობახიძე გამართავს თავის პირველ შეხვედრებს პრემიერის რანგში აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S