Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი: თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სალომე სამადაშვილი: თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

15/03/2024 09:06:20 პოლიტიკა

პარტია "ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს".

როგორც მან აღნიშნა, იგი აპირებს, კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს, პასუხების მიღების შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მუშაობას დაიწყოს.

"საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან გააფორმა როგორც თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, კონტრაქტი, იმაზე, რომ იგი ყოფილიყო გაფორმებული როგორც სამინისტროს ოფიციალური მრჩეველი. აქ ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. მე დღეს ოფიციალური მოთხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს. მაინტერესებს, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა თანამშრომლობაზე კონტრაქტი და მაინტერესებს გაიარა თუ არა უსაფრთხოების შემოწმება. თუ გაიარა, გადმომიგზავნონ ასევე დასკვნა, მაინტერესებს ვნახო, ვინ მოაწერა ხელი საბუთს, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოა ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ბატონი ხიდაშელი დასაქმებული იყოს ქვეყნის თავდაცვის უწყებაში. ამასთან, მაინტერესებს მისი საქმიანობის პირობებში რა დოკუმენტებზე, რა საბუთებზე, რა შეხვედრებზე ჰქონდა დაშვება მიღებული ბატონ ხიდაშელს. მე ველოდები, რომ ამ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მივიღებ და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყებთ მომზადებას საფუძვლის იმისთვის, რომ აღიძრას შესაბამისი საქმე, იმ სისხლის სამართლის მუხლების თანახმად, რომელიც სჯის ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის: 14 მარტს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა:

“ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S