Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

12/03/2024 12:33:51 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, იტალიელ ადმირალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა.

"მან იტალიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S