Accentnews.ge
კრემლი უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობამ შეაშფოთა

კრემლი უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობამ შეაშფოთა

27/02/2024 11:48:38 მსოფლიო

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა.

"ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა [NATO-სთან ომის – რედ.] შესაძლებლობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. აი, ასე შევაფასებთ. და ასევე უნდა შეაფასონ ამ ქვეყნებმა და გაითვალისწინონ. უნდა დასვან შეკითხვა, შეესაბამება თუ არა ეს მათ, პირველ რიგში კი მოქალაქეების ინტერესებს." – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა უკრაინაში NATO-ს ქვეყნებიდან სამხედროების გაგზავნაზე საუბარს "ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტი" უწოდა.

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S