
ამერიკელი გენერალ–მაიორი – ქართველ სამხედროებზე: ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა
13/02/2024 16:59:46 პოლიტიკა, თავდაცვა
ამერიკელი გენერალ–მაიორი ტომას კარდენი საქართველოსა და ქართველ სამხედროებზე საუბრობს.
როგორც ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მეთაური აღნიშნავს, საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.
"რაც არ შეცვლილა და რაც საქართველოს შესახებ გონებაში ჩამრჩა, ეს არის თქვენი სტუმართმოყვარეობა. სად აღარ ვყოფლვარ მსოფლიოში, მაგრამ მსგავსი სტუმართმოყვარეობა არსად გამომიცდია. ჩემი კარიერის განმავლობაში საქართველოში 15–ჯერ ან მეტჯერ ვარ ნამყოფი. უამრავი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს საქართველოსთან", – აცხადებს ტომას კარდენი.
მისი თქმით, ქართველ და ამერიკელ სამხედროებს ურყევი მეგობრობა აკავშირებთ:
"ქართველი სამხედროების ერთგულების მომსწრე გავხდი. ჩვენ ერთად აღგვინიშნავს წარმატება და ერთად დაგვიღვრია სისხლი ბრძოლის ველზე. ამან ძალიან მჭიდროდ დაგვაკავშირა საქართველოდან ჯორჯიის შტატამდე. ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა, რომელიც ერთმანეთისადმი პატივისცემასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც აქამდე მივაღწიეთ. საქართველოს თავდაცვის ძალებთან მუშაობა ჩემი კარიერის განსაკუთრებული ნაწილი იყო, უდავოდ".