
სერბეთმა შეირაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა
28/05/2019 09:32:41 სხვა, მსოფლიო
სერბეთმა შეირაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა,- იუწყება AP.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოს პოლიცია კოსოვოს ჩრდილოეთ არსებულ სერბებით დასახლებულ რეგიონში მძიმე ტექნიკით შევიდა და რამდენიმე პირი დააკავა. სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი, იყო რამდენიმე გასროლაც. კოსოვოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარდა, სერბეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ კოსოვოს ხელისუფლებას რეგიონიდან "სერბების გამოყრა სურს".
ცნობისთვის: სერბეთმა კოსოვოზე კონტროლი 1999 წელს დაკარგა. თავად კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა აშშ–მა და მსოფლიოს 100–ზე მეტმამასახელმწიფომ აღიარა. საქართველო მის დამოუკიდებლობას არ სცნობს. სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვო დღემდე ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად რჩება.
როგორც AP წერს, სერბეთის მხრიდან კოსოვოში ნებსიმიერი სამხედრო ქმედება აღქმული იქნება როგორც პირდაპირი შეტაკება ნატო–სთან, რადგან კოსოვოში ნატო–ს სამშვიდობოები არიან წარმოდგენილნი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021