
ბრიტანული დაზვერვა: ბრიტანეთი უფრო ახლოს არის ფართომასშტაბიან კონფლიქტთან, ვიდრე ოდესმე
08/02/2024 11:04:53 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიტანეთი უფრო ახლოს არის ფართომასშტაბიან კონფლიქტთან, ვიდრე ოდესმე, რადგან ახლო აღმოსავლეთში კრიზისი მძაფრდება, რუსეთი ექსპანსიონისტურ დღის წესრიგს ატარებს და ჩინეთი მოწინავე იარაღს ავითარებს, - .იუწყება The Guardian ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
"რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს და არსებობს კონფლიქტის გაფართოების შესაძლებლობა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩინეთი შეეცდება ტაივანის ძალისმიერი მეთოდით აღებას. ამასთან, მსოფლიოში ვიტარება კიდევ უფრო გამწვავდა ისრაელ-"ჰამასის" ომის, იემენში "ჰუსიტების" წინააღმდეგ თავდასხმებისა და ირანთან დაკავშრებული მებრძოლებზე იერიშების შემდეგ ირანსა და სირიაში", – აცხადებს სამხედრო დაზვერვის ოფიცლაური პირი.
გამოცემის ცნობით, სახმედრო დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ საიდუმლო 4 500-კაციანი ქვედანაყოფი ყველაზე დატვირთული იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხოლო მინისტრების სწრაფი ცვლა ართულებს პოლიტიკოსების მხრიდან ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მედია იტყობინება, 2019 წლიდან ქვეყანაში პრემიერ–მინისტრი სამჯერ, საგარეო საქმეთა მინისტრი ოთხჯერ და თავდაცვის მინისტრი ორჯერ შეიცვალა.
The Guardian–ის ცნობით, სამხედრო დაზვერვა არ არის კანონიერი ჯაშუშური სააგენტო, როგორიცაა MI5, MI6 და GCHQ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევალება სამხედრო საფრთხეების, აქტივობისა და კონფლიქტების მონიტორინგი მთელ მსოფლიოში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021