Accentnews.ge
მედია: ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას

მედია: ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას

02/02/2024 06:12:05 მსოფლიო

ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, – იუწყება Reuters.

ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუდაპეშტი საფრთხეს უქმნის ვაშინგტონთან ურთიერთობას.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა აღნიშნა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართულებით.

შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას NATO–ს წევრი ქვეყნებიდან ამ დროისთვის მხოლოდ უნგრეთი ეწინააღმდეგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S