Accentnews.ge
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში მიიღოს მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში მიიღოს მონაწილეობა

24/01/2024 08:05:56 კონფლიქტები, საზოგადოება

სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმი" მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს გაჩენილი ხანძრის გამო, რამაც ასეულობით ნამუშევარი გაანადგურა.

"ეროვნული მუზეუმი" აღნიშნავს, რომ მზადაა, დახმარების მიზნით სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას.

„ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი კვირას, ღამით გაჩნდა. „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S