Accentnews.ge
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა

19/01/2024 18:19:10 რეგიონები, საზოგადოება

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. 40 წლამდე კაცი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე, ის მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. ის ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S