Accentnews.ge
ნიკოლოზ ხატიაშვილი საქართველოში EPAG-ის მმართველი საბჭოს წევრად მეოთხე  ვადით აირჩიეს

ნიკოლოზ ხატიაშვილი საქართველოში EPAG-ის მმართველი საბჭოს წევრად მეოთხე ვადით აირჩიეს

11/01/2024 12:40:25 პოლიტიკა, რეკლამა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქესის“ მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მმართველი საბჭოს წევრად მეოთხე ვადით აირჩიეს.

"ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს. ორგანიზაცია აერთიანებს 1200-მდე რეგისტრირებულ წევრს. ასოციაციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი წევრები და არსებული ინტელექტუალური რესურსია.

ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალებისა და თანამოაზრეების ქსელის შექმნა. EPAG-ი არის პლატფორმა იდეების გენერირებისთვის, სივრცე – სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დასაკავშირებლად, ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალების ქსელის შესაქმნელად, სოციალური აქტივობების განსახორციელებლად.

EPAG-ის მისია ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების, გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ადვოკატირების გზით", – ნათქვამია „ჯეოქესის“ მიერ გავრცელეულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S