Accentnews.ge
კატარის პრემიერი – ბლინკენს: ლიბანში "ჰამასის" ლიდერის მკვლელობამ გავლენა მოახდინა კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს დაჯგუფებასა და ისრაელს შორის

კატარის პრემიერი – ბლინკენს: ლიბანში "ჰამასის" ლიდერის მკვლელობამ გავლენა მოახდინა კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს დაჯგუფებასა და ისრაელს შორის

08/01/2024 06:24:23 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ტურნეს აგრძელებს. თურქეთის, საბერძნეთისა და იოდანიის შემდეგ იგი კატარს ეწვია.

კატარის პრემიერ-მინისტრ, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაერო–ს შეუძლია, ითამაშოს როლი იმაში, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ.

"ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის მკვლელობამ გავლენა მოახდინა კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს პალესტინელთა დაჯგუფებასა და ისრაელს შორის. თუმცა დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს", – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.

კატარის შუამავლობით მოხდა ისრაელსა და "ჰამასს" შორის დროებითი ზავი და მძევალთა ნაწილის დაბრუნება ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისულფლების სანაცვლოდ.

ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო. თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიასა და კატარს ეწვია. 8 იანვარს ბლინკენი გააგრძელებს თავის მოგზაურობას რეგიონში. იგი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 800 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S