Accentnews.ge
თურქეთმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავა

თურქეთმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავა

04/01/2024 08:14:32 მსოფლიო

თურქეთმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან" თანამშრომლობას ედავებიან.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიას განცხადებით, რეიდები სტამბოლში 57 მისამრთზე ჩატარდა, ასევე ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ეჭვმიტანილს ეძებენ.

"დაკავებულების დახმარებით ისრაელის დაზვერვა ცდილობდა, შეესრულებინა ტაქტიკური ამოცანები, როგორიცაა დაზვერვა, დევნა, თავდასხმა და გატაცება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების", – განაცხადა მინისტრმა.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხრიდან კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაკეთებულა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 7 ოქტომბრის შემდეგ. ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S