
დღეს ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მორიგ ტურნეს ისრაელში ვიზიტით იწყებს
04/01/2024 07:14:26 მსოფლიო
დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიემგაზვრება. იგი ისრაელს ეწვევა.
ახლო აღმოსავლეთის კიდევ რომელ ქვეყანაში ჩავა ბლინკენი ჯერ–ჯერობით უცნობია. მისი ტურნეს შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ – 7 ოქტომბრიდან დღემდე ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის რიგით მეოთხ ვიზიტია.
ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება.
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.