Accentnews.ge
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების ფონზე NATO ალიანსის რიგ ქვეყნებს „პეტრიოტის“ რაკეტების შეძენაში დაეხმარება

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების ფონზე NATO ალიანსის რიგ ქვეყნებს „პეტრიოტის“ რაკეტების შეძენაში დაეხმარება

03/01/2024 17:40:21 მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების ფონზე NATO ალიანსის რიგ ქვეყნებს „პეტრიოტის“ რაკეტების შეძენაში დაეხმარება. შესაბამის ინფორმაციას NATO–ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტო ავრცელებს. საუბარია 1000 რაკეტის შეძენაზე.

სააგენტოს ცნობით, მხარს დაუჭერს ქვეყნების ჯგუფს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და ესპანეთს, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე მტრის თვითმფრინავებისგან დასაცავად განკუთვნილი „პეტრიოტების“ რაკეტების შეძენაში.

მისივე ინფორმაციით, ევროპული სარაკეტო წარმოება გაფართოვდება.

კონტრაქტის ღირებულება 5.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

თავის მხრივ, დასავლური მედია იუწყება, რომ აღნიშნული შესყიდვა მოკავშირეებს დაეხმარება, რომ უკრაინისთვის უფრო მეტი საკუთარი თავდაცვის სისტემები გამოათავისუფლონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S