
BBC: ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან ორი აფეთქება მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი
03/01/2024 13:01:19 მსოფლიო
ირანში, ქალაქ კერმანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან ორი აფეთქება მოხდა, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, საფლავთან მომხდარი ერთ–ერთი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე აფეთქების შედეგად 60 პირი დაიჭრა.
როგორც BBC იტყობინება, დღეს გენერლის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ცერემონია გაიმართა.
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში აფეთქება ბომბმა გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.