
უკრაინა: ყირიმში რუსული სადესანტო გემი გავანადგურეთ, რომელსაც ირანული დრონები გადაჰქონდა
26/12/2023 06:09:39 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამ–არხზე დაწერა.
„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ოლეშჩუკი.
საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს ირანული დრონები გადაჰქონდა.