Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მშვიდობიანი მოქალაქეები შესაძლოა, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მალე დაბრუნდნენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მშვიდობიანი მოქალაქეები შესაძლოა, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მალე დაბრუნდნენ

18/12/2023 17:41:21 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები შესაძლოა, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მალე დაბრუნდნენ. ამი შესახებ მან აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ისრაელის ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს".

"ვიმედოვნებთ, მალე მივაღწევთ "ჰამასის" ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას. ისრაელი ეტაპობრივად გადავა ოპერაციების შემდეგ ფაზაზე, რომლის დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნდეს. ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა", – განაცხადა გალანტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S