Accentnews.ge
ვიქტორ ყიფიანი და გიორგი ციკოლია ერევანში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვლენ

ვიქტორ ყიფიანი და გიორგი ციკოლია ერევანში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვლენ

01/12/2023 06:54:52 პოლიტიკა, რეკლამა

ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი და Lineate-ის რეგიონალური დირექტორი, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი ციკოლია მიწვეულნი არიან საერთაშორისო ფორუმში - „სომხეთი-ირანი-ინდოეთი: ახალი რეალობა და „მშვიდობის გზაჯვარედინი“ - მონაწილეობის მისაღებად.

"ჯეოქეისის" ცნობით, ღონისძიება 5 დეკემბერს ერევანში გაიმართება. "ჯეოქეისის" წარმომადგენლები, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, იმსჯელებენ და მონაწილეებს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე რეგიონალურ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივიდან.

მისივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება გეოპოლიტიკის, რეგიონში არსებული რეალობის, ეკონომიკური კავშირებისა და პოტენციური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S