Accentnews.ge
თვითმფრინავმა ეკოლოგიური საწვავით პირველად იფრინა შორ მანძილზე

თვითმფრინავმა ეკოლოგიური საწვავით პირველად იფრინა შორ მანძილზე

29/11/2023 09:48:53 მსოფლიო, ეს საინტერესოა

28 ნოემბერს ბრიტანულმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა განახორციელა თავისი პირველი რეისი ლონდონიდან ნიუ-იორკში ეკოლოგიური საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებით.

თვითმფრინავში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავიაკომპანიის წარმომადგენლები და დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი. რეისმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. Virgin Atlantic-ის თქმით, ტრანსატლანტიკური ფრენა აჩვენებს, რომ SAF არის ნავთის საავიაციო საწვავის უსაფრთხო ჩანაცვლება.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენისთვის საწვავი დამზადდა დამუშავებული კულინარიული ზეთისა და ცხოველური ცხიმებიდან სინთეზური ნავთის დამატებით (მიღებული სიმინდის ნარჩენებისგან). თვითმფრინავი ლონდონში ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებით დაბრუნდება.

გარემოსდამცველებმა გააკრიტიკეს საჩვენებელი ფრენა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მაშინ, როცა საზოგადოების ყურადღება ერთ „მწვანე“ რეისზეა ფოკუსირებული, ასობით ათასი ფრენა, Virgin Atlantic-ის ჩათვლით, წიაღისეული საწვავებით ხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S