
ადვოკატის ცნობით, რუსთავში მის კოლეგას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ
18/12/2019 20:28:21 სხვა, სამართალი
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ცნობით, რუსთავში პოლიციელები ადვოკატ მამუკა შაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ადვოკატი ამბობს, შაქარაშვილი ახორციელებდა საკუთარ უფლებამოვალეობას, რა დროსაც პოლიციელებთან მოხდა შელაპარაკება, შემდეგ სამართალდამცველებმა ძალადობას მიმართეს.
"არა მხოლოდ იძალადეს, ხელბორკილი დაადეს ადვოკატს, ტელეფონი ჩამოართვეს, არ მისცეს უფლება, დაერეკა და საკუთარი უფლებები დაეცვა. შემდეგ წამოიყვანეს თბილისის სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ ის დარბაზიდან გაუშვა და პოლიციას მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა. როდესაც გათავისუფლდა და გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე, გადავწყვიტეთ, მოვინახულოთ ჩვენი კოლეგა. ამ დროისთვის შაქარაშვილი რუსთავის საავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. უკვე მერამდენე ფაქტია, რომ პოლიციელები ძალადობენ ადვოკატებზე",– ყვება ადვოკატი.
მისი ცნობით, ინციდენტი ქუჩაში მოხდა.