Accentnews.ge
ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრები ვრცელდება (ვიდეო)

ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრები ვრცელდება (ვიდეო)

18/12/2019 19:06:23 სხვა, სამართალი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციელი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 


შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.  თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციელს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმში პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S