Accentnews.ge
პუტინმა კადიროვს „საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის“ მადლობა გადაუხადა

პუტინმა კადიროვს „საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის“ მადლობა გადაუხადა

18/12/2019 17:00:20 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს „რუსული საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის“ მადლობას უხდის.

პრეზიდენტის სამადლობელი სიტყვა კადიროვს მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე მატოვნიკოვმა გადასცა.

ცნობისთვის: 10 დეკემბერს პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა შესთავაზა ვლადიმირ პუტინს, „თავიდან გაიაზროს რუსეთის გმირის წოდება იმის გამო, რომ იგი რამზან კადიროვისა და მამისისნაირ ადამიანებს მიენიჭათ“.  პრეზიდენტი რეჟისორს არ დაეთანხმა, მოგვიანებით კი რეგიონის თავკაცმა სოკუროვი ნაციონალიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კარგი იქნებოდა, მას კანონის შესაბამისად ეგო პასუხი“. ჩეჩნური პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა კი  განაცხადა, რომ სოკუროვი უახლეს ისტორიაში „დროსა და სივრცეში იკარგება“. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S