Accentnews.ge
შსს–სთან მდუმარე აქცია "ამ სისტემის დედაც!" მიმდინარეობს

შსს–სთან მდუმარე აქცია "ამ სისტემის დედაც!" მიმდინარეობს

18/12/2019 15:33:19 სხვა, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია სახელწოდებით "ამ სისტემის დედაც!" მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში" არის და ის 15 წლის მოზარდის დაღუპვისს ფაქტს ეძღვნება. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით „სისტემა ყარს“, „სისტემა დასასჯელია“. 

"15 წლის ლუკა სირაძემ თავი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოიკლა. დაკითხვის დროს, იგი პოლიციის მხრიდან ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ტერორსა და შეურაცხყოფას განიცდიდა. დაკითხვის დროს, ცუდად გახდომის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 

პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის - დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები - პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება. ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც, რომელიც 15 წლის ბავშვს ვერ იცავს", - წერენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები.

ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S