Accentnews.ge
დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს

დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს

18/12/2019 13:23:25 სხვა, სამართალი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და სავადმყოფოშიც იმყოფებოდა.

თავად ქაცარავა აცხადებს, რომ მას თავს ხელისუფლების „ტიტუშკები“ – ოთხი პირი დაესხა თავს და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 

ამასთან, ის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს, რომელიც მის განეიტრალებას ისახავს მიზნად. 

მოგვიანებით ქაცარავას საქმესთან დაკავშირებით გენპროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

"2019 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ბობნევში მდებარე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილ იქნა ბრალის დადგენილება.

აღნიშნულის საფუძველზე, შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში ხ.ხ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო დ.ქ.-ს საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილის და გ ქვეპუნქტებით.

საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. 

ცნობისთვის: ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სსკ–ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე; ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე; ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S