Accentnews.ge
აქტივისტებმა შსს-ს შენობის ეზოში სასკოლო მერხი დატოვეს

აქტივისტებმა შსს-ს შენობის ეზოში სასკოლო მერხი დატოვეს

18/12/2019 10:11:17 სხვა, საზოგადოება

"სირცხვილიას" აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ სასკოლო მერხი და სკამი მიიტანეს. აქცია-პერფორმანსი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S