Accentnews.ge
კალაძე 15 წლის ლუკა სირაძეზე: "დაეჯახა გაუცხოვებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი"

კალაძე 15 წლის ლუკა სირაძეზე: "დაეჯახა გაუცხოვებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი"

18/12/2019 07:23:00 სხვა, სამართალი

"მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო  სამძიმრით ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მინდა, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მტავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.  

"ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში, ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი, ალბათ შეგვიძლია გავიხსენოთ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენთაგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო, დიდი გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი ბიჭი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოვებას, გულგრილობას, არაპროსეიონალიზმს, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ, რისი გულისთვის? ძალიან მძიემა ზოგადად რომ შევხედოთ რა ხდება ირგვლივ, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ, ყველანი,  ოჯახი, სკოლა, ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხიმსგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს" - განაცხადა კახა კალაძემ. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S