
სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება
06/11/2023 13:02:56 პოლიტიკა, რეკლამა
სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება.
ფორუმში აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ვლოგერები ნინო პაპავა და ეთნიკური აფხაზი მილენა აჟიბა მონაწილეობენ.
ხვალინდელ სესიაზე სპიკერები აფხაზეთთან დაკავშირებულ კონფლიტზე სიტყვით გამოვლენ. წელს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი იმართება სახელწოდებით ,,დემოკრატია=მშვიდობა?" და ის ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გახსნა.
ღონისძიებაში 160-ზე მეტი სპიკერი - პოლიტიკოსები, ექსპერტები სამოქალაქო აქტივისტები მთელი მსოფლიოდან იღებს მონაწილეობას. განხილვისა და დებატები მთავარი თემაა, როგორ შეიძლება დემოკრატიამ ხელი შეუწყოს მშვიდობას და მისცეს მეტი გარანტია თავისუფალ სამყაროს.
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ევროსაბჭოს ინიციატივით უკვე ათეულ წელზე მეტია იმართება და წელს ის 6 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021