Accentnews.ge
აშშ–ის თავდაცვის მდივნისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ანკარაში დახურულ კარს მიღმა იმართება

აშშ–ის თავდაცვის მდივნისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ანკარაში დახურულ კარს მიღმა იმართება

06/11/2023 08:33:00 მსოფლიო

აშშ–ის თავდაცვის მდივნის ენტონი ბლინკენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის შეხვედრა ანკარაში დახურულ კარს მიღმა იმართება.

ბლინკენი თურქეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.

თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში იგი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.

5 ნოემბერს თურქეთის პოლიციას მოუწია, შეეჩერებინა პროპალესტინელი მომიტინგეები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ცდილობდნენ იმ საჰაერო ბაზაზე შეჭრას, სადაც აშშ-ის ძალები არიან განლაგებული.

4 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს. იმავე დღეს თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ "ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა". მანამდე ისრაელმა ანკარადან გაიწვია დიპლომატები, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლა თურქეთში გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე, რომელზეც ერდოღანმა ისრაელი "ოკუპანტად" მოიხსენია.

ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზას სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი.

ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.

ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S