Accentnews.ge
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა

ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა

13/12/2019 08:08:53 სხვა, სამართალი

ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, – იუწყება „მთავარი არხი“.

„მთავარი არხის“ ცნობით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელები მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა. 

"მწვანე სკოლის" დირექტორის განცხადებით, ღამით სკოლის შენობაში უცნობი პირი შევიდა და სკოლის ტერიტორიაზე გარკვეული უხამსი წარწერები გააკეთა და დაფები დააზიანა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დილით აღმოაჩინა დაცვამ და გამოიძახეს პოლიცია. 

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115 მუხლით აღძრა. 

მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო:

“სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა”. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S