Accentnews.ge
ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს

13/12/2019 07:13:39 სხვა, მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა "კონსერვატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მეთაურობით.

650-დან 648 ოლქის შედეგები უკვე დათვლილია. შეგედების თანახმად, კონსერვატორები თემთა პალატაში 650-დან 363 მანდატს მიიღებენ. მეორე ადგილზე გასული ლეიბორისტები ჯერემი კორბინის მეთაურობით 203 ადგილს აიღებენ. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ჯერემი კორბინმა ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისი პარტიისათვის დიდი იმედგაცრუებაა და შემდეგ არჩევნებში პარტიის ლიდერი აღარ იქნება.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S