Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

13/12/2019 06:07:52 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები 6 თვით, 2020 წლის ივლისის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლის ივლისში დაუწესა და მის შემდეგ სანქციების მოქმედების ვადას ორგანიზაცია თითქმის ყოველწლიურად ახანგრძლივებს. როგორც ევროკავშირში აცხადებენ სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ შეწყვეტს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S