Accentnews.ge
აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

13/12/2019 06:04:43 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც "1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს".

"ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია", – წერია რეზოლუციაში. 

ფაქტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან აშშ-ის სენატს მადლობა გადაუხადა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი სენატის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და „პოლიტიკური შოუ“ უწოდა. კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ კალინმაც და განაცხადა, რომ ანკარა ამ ნაბიჯს „მკაცრად გმობს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S